დასრულდა ტრენინგები გეოგრაფიის უფროსი მასწავლებლებისათვის


✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) დასრულდა ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
✅ 2022 წლის 23 ივლისს და 1 აგვისტოს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა მდგრადი განვითარებისთვის  ხელშეწყობის ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის გეოგრაფიის მასწავლებელთათვის.
✅ ტრენინგ-მოდულს: „გეოგრაფიული წიგნიერება: ციფრული რესურსების  და გეოგრაფიული წყაროებისა გამოყენება გეოგრაფიის სწავლებისას, უფროსი მასწავლებლებისთვის“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ლუიზა რევიშვილი. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
✅ ტრენინგ-მოდულის მიზანია: 
• მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და  ცოდნის გაღრმავება; 
• კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული რესურსების შერჩევა, ანალიზი და შექმნა; 
• ციფრული რესურსების  და გეოგრაფიული წყაროების გამოყენება გეოგრაფიის სწავლებისათვის და კომპლექსურ დავალებებეზე მუშაობისას;
• სწავლა-სწავლების პროცესში მაიქროსოფტის სხვადასხვა სერვისის გამოყენება.
✅ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: 
• გაიღრმავონ  პროფესიული ცოდნა და უნარები გეოგრაფიული წიგნიერების მიმართულებით;  
• დაეუფლონ ციფრული რესურსებისა  და   გეოგრაფიული წყაროების ანალიზისა და გამოყენების სტარტეგიებს;
• მიზნობრივად  და ეფექტიანად  შეარჩიონ  და გამოიყენონ  ციფრული რესურსები  და სხვადასხვა  გეოგრაფიული წყარო გეოგრაფიის სწავლებისას და კომპლექსიურ დავალებებზე  მუშაობისას;
• საჭიროების შემთხვევაში  შეძლებისადაგვარად თავად შექმნან  გეოგრაფიული ციფრული რესურსები ( მაგ, ინტერაქტიური რუკები და სხვ.) და სხვა  სახის გეოგრაფიული წყაროები. 
• შეძლონ დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft Teams გამოყენება.
✅იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: • დაესწროს ტრენინგის 70%-ს; • გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
✅ 28 ივლისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.