ქართული ენის (1-6 კლ.) წამყვან მასწავლებელთა ტრენინგები დასრულდა

✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში/ბათუმის მასწავლებლის სახლში დასრულდა ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.

2022 წლის 25-30 ივისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე დაწყებითი საფეხურის (1-6 კლ.) ქართული ენისა და ლიტერატურის მოქმედი მასწავლებლებისათვის.  ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 6 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

✅ ტრენინგ-მოდულს: ელექტრონული რესურსების შექმნა და გამოყენება ქართულის სწავლებისას დაწყებით საფეხურზე, წამყვანი მასწავლებლებისთვის ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი: თინათინ გიორგაძე.

ტრენინგ-კურსის მიზანია:

მასწავლებლები გაეცნონ მრავალფეროვან ელექტრონულ რესურსებს, რომელთა გამოყენებასაც შეძლებენ საგაკვეთილო პროცესში,

ამასთანავე ისწავლიან თავად როგორ უნდა შექმნან ელექტრონული სასწავლო რესურსი,

შეძლებენ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული რესურსების შერჩევას, ანალიზსა და შექმნას;

სწავლა-სწავლების პროცესში მაიქროსოფტის სხვადასხვა სერვისის გამოყენება.

ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

ტრენინგზე დამუშავებულ საკითხებზე კომპლექსური დავალებების იდეების გენერირებას;

მონაწილეები შეძლებენ ციფრული რესურსების მიზნობრივად შექმნასა და გამოყენებას;

დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft Teams გამოყენებას.

იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

• დაესწროს ტრენინგის 70%-ს

• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%

27 ივისს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცვნენ:  დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - ხატია ბერიძე.