შეხვედრა ბათუმის მასწავლებლის სახლში

➡️ 2022 წლის 18 ნოემბერს აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) ჩატარდა შეხვედრა ქ. ჟენევაში (შვეიცარია), ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) ერთკვირიან სტაჟირებაზე წამსვლელ პედაგოგებთან.

➡️ შეხვედრას ესწრებოდნენ: აჭარის განათლები ფონდის (ბათუმის მასწავლებლის სახლის) დირექტორი - სულიკო თებიძე; დირექტორის მოდგილე - ლალი ლომთათიძე, ფონდის იურისტი - მინდია ნაკაშიძე და ცერნში ფიზიკის მასწავლებელთა 2020 წლის სტაჟირების კონკურსის გამარჯვებული პედაგოგები:ნაირა მახარაძე (სოფ. ქობულეთის საჯარო სკოლა), ეთერ ხაბაზი (ქ. ბათუმის №20 საჯარო სკოლა) და მალხაზ დიმიტრაძე (სოფ. კორტოხის საჯარო სკოლა).

➡️ შეხვედრაზე განიხილეს უცხოეთში გამგზავრებასთან დაკავშირებული საკითხები. ფონდის დირექტორი სულიკო თებიძე მიესალმა კონკურსში გამარჯვებულებს და უსურვა მათ წარმატებული ვიზიტი ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში. დირექტორის მოადგილემ - ლალი ლომთათიძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სტაჟირების დეტალები და განიხილა საორგანიზაციო საკითხები. ფონდის იურისტმა - მინდია ნაკაშიძემ ისაუბრა სტაჟირების  მიზნებსა და  მონაწილეთა შემდგომი საქმიანობის შესახებ, ასევე და გააცნო მათი მოვალეობები.

➡️ ცერნში სტაჟირებაში მონაწილეობას მიიღებენ ის პედაგოგები, რომელთაც 2020 წლის 14 თებერვალს წარმატებით გაიარეს აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) ერთკვირიან სტაჟირების შესარჩევი კონკურსის მე-2 ეტაპი - გასაუბრება, მაგრამ გადაიდო მსოფლიოში არსებული COVID-19 პანდემიის გამო.

➡️ ფიზიკის მასწავლებელთა ცერნში სტაჟირება განხორციელდება 2022 წლის 27 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით.