შუახევის მასწავლებელთა მეხუთე მუნიციპალური კონფერენცია

✅ 2023 წლის 27 მაისს შუახევის რესურსცენტრის ორგანიზებით სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლაში გაიმართა შუახევის მასწავლებელთა მეხუთე მუნიციპალური კონფერენცია: “სკოლის მართვის საუკეთესო პრაქტიკა და სწავლების თანამედროვე მიდგომები“.

✅ კონფერენციის მიზანი იყო პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მეთოდების დანერგვა სასწავლო პრაქტიკაში, მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ - პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება, პედაგოგთა მოტივაციის ამაღლება და მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობა.

✅ კონფერენცია გახსნა შუახევის რესურსცენტრის უფროსმა - ედუარდ გოგრაჭაძემ.

✅ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიესალმნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის  მინისტრი - მაია ხაჯიშვილი; მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი - ომარ ტაკიძე;  ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე; აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებელთა სახლის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე; საქართველოს  პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე - ლევან ნატარიძე.

✅კონფერენციის სექციურ მუშაობას მოდერაციას უწევდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: მზია სალაძე, ნანა ვარდმანიძე, ნინო ტავლალაშვილი, კახა ჩაკვეტაძე, დალი თურმანიძე, ნათია თავდგირიძე, დალი აბურჯანია, გივი კერესელიძე, როინ ნაკაიძე. ასევე შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები, სკოლის დირექტორები.

✅ სულ კონფერენციაში მონაწილეობა  150-მა პედაგოგმა მიიღო, მათ შორის იყო 75 მომხსენებელი შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბიოლოგია, ბუნებისმეტყველება, ფიზიკა, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, რუსული ენა, ინგლისური ენა, სპორტი, ინკლუზიური განათლება, განათლების მართვა.

✅ კონფერენცია ჩატარდა აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაციის მხარდაჭერით.

კონფერენციის ყველა მონაწილეს  სერტიფიკატები გადაეცათ.