შეხვედრა სსმ სამსახურის აჭარის მთავარ სამმართველოში

️ 2023 წლის 30 აგვისტოს, ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი სულიკო თებიძე და დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარ სამმართველოში სამმართველოს უფროსს ჯუმბერ ბათაძეს შეხვდნენ.

️ 2015 წლიდან აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) ახორციელებს ტრენინგ- პროგრამას: „ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება“ (ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით), რომელიც მოამზადა საერთაშორისო ორგანიზაციამ „გადავარჩინოთ ბავშვები”.

➡️ უსაფრთხო სკოლის კონცეფციის პროგრამის ფარგლებში მასწავლებლები ეცნობიან მიწისძვრის, ხანძრის თუ სხვა ბუნებრივი კატასტროფის შემთხვევაში შენობიდან მოსწავლეების ევაკუაციის წესებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ გადამზადებული პედაგოგები მუშაობენ  თავიანთი სკოლების მოსწავლეებთან, პედაგოგიურ კოლექტივთან და ამზადებენ  სკოლას "სასწავლო განგაშის" ჩასატარებლად. ტრენინგების დასრულების შემდეგ ბევრი სკოლა წერილით მიმართავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, რათა დაგეგმონ და განახორციელონ  "სასწავლო განგაში". ნასწავლის პრეზენტაციას სკოლები იმიტირებული კატასტროფის დროს აკეთებენ.

️ 2015-2020 წ.წ. ტრენინგების მსვლელობის პროცესს მუდმივად აკვირდებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები, ესაუბრებოდნენ პედაგოგებს, უზიარებდნენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას, აძლევდნენ საჭირო რჩევებს ევაკუაციასთან და ცეცხლმაქრების გამოყენებასთან დაკავშირებით.

➡️ ჯუმბერ ბათაძემ გამოხატა სრული მხარდაჭერა, თანამშრომლობა 2023 წელსაც გაგრძელდეს და ჩაერთონ ტრენინგების განხორციელების ერთობლივ მონიტორინგში. რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობაში, კერძოდ მოსწავლე-ახალგაზრდობაში, კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ ცოდნის ფართოდ გავრცელებას.