გრძელდება ტრენინგი „ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება კეთებით ფიზიკის სწავლების პროცესში“
✅ 2023 წლის 4-5 და 11-12 ნოემბერს ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებლის სახლი) ლაბორატორიაში დაიგეგმა და ჩატარდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგ-მოდული ფიზიკის მასწავლებელთა მეორე ჯგუფისათვის: „ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება კეთებით ფიზიკის სწავლების პროცესში“.
✅ ტრენინგი განკუთვნილია აჭარის საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის ფიზიკის უფროსი, წამყვანი და მენტორი სტატუსის მქონე მოქმედი მასწავლებლებისათვის. ტრენინგის ხანგრძლივობა - 12 საკონტაქტო საათი, 4 სესია, თითო სესია 3 საათი.
✅ ტრენინგ-კურსს: „ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება კეთებით ფიზიკის სწავლების პროცესში“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ფიზიკის მიმართულების ტრენერი - ქეთევან ბასილაძე.
✅ ტრენინგ-მოდულის ზოგადი მიზნებია: მონაწილეებს მისცეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე, ფიზიკის სწავლებაში გამოსაყენებლად პროგრამირებადი ელექტრონიკის, სენსორების, პროექტების კეთებით და ვირტუალური ექსპერიმენტებით სწავლების მეთოდიკა.
✅ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
• ზოგად ფიზიკაში თანამედროვე ტექნოლოგიებით ექსპერიმენტების ჩატარებას, თეორიული ცოდნის სისტემატიზაციას და პრაქტიკაში გამოყენებას;
• სასწავლო პროცესში სხვადასხვა რესურსების ეფექტიანად გამოყენებას;
• ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპების უკეთ გააზრებას და სწავლებაში გამოყენებას;
✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს (მინიმუმ 3 სესია).
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
✅ ტრენინგის მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებლის სახლი) დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. ტრენინგის მონიტორინგს ახორციელებდა მიმართულების კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია.
✅ აღნიშნული ტრენინგი ეტაპობრივად დაიგეგმება მასზე დარეგისტრირებული საბაზო და საშუალო საფეხურის ფიზიკის უფროსი, წამყვანი, მენტორი სტატუსის მოქმედი მასწავლებლებისათვის.