აჭარის პედაგოგთა VII რეგიონული კონფერენცია გაიხსნა
➡️ 2023 წლის 25 ნოემბერს ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის სააქტო დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა აჭარის პედაგოგთა მეშვიდე რეგიონული კონფერენცია: „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“.
➡️ 2013 წლის 20 აგვისტოს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ა. (ა) ი. პ. აჭარის განათლების ფონდის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე აჭარის განათლების ფონდს დაემატა მეორე მიმართულება - მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. ამიტომაც ბათუმის მასწავლებლის სახლისათვის ეს წელი საიუბილეო არის.
➡️ კონფერენციის პლენარულ სხდომა გახსნა აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილემ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დარგში - ლალი ლომთათიძემ.
➡️ კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: აჭარის არ განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი - ბერიკა შუკაკიძე, აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე, 2023 წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელები - ვენერა აბუსერიძე და კახაბერ ჩაკვეტაძე, ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი - მადონა გოგიტიძე.
➡️ აჭარის პედაგოგთა VII რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი 145 მასწავლებელმა გამოთქვა. მათ შორის, წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე, ექსპერტთა მიერ კონფერენციისათვის შეირჩა 118 საუკეთესო მოხსენება. წელს პირველად კონფერენციას მსმენლის სტატუსით ესწრებოდა 120 დარეგისტრირებული მსმენელი აჭარის სკოლებიდან.
➡️ კონფერენციის პროგრამა ითვალისწინებდა ერთ პლენარულ სხდომას, რვა სექციურ მუშაობას და შემაჯამებელ სხდომას.
➡️ აჭარის პედაგოგთა VII კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ აჭარის სკოლების პედაგოგები, სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოწვეული სტუმრები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან და აჭარის საგანმანათლებლო რესურს ცენტრებიდან. განათლების სისტემაში ერთ-ერთი მთავარი რესურსი მასწავლებელია, რომლის პროფესიული განვითარების უპირველესი გზა კოლეგებთან თანამშრომლობაა. ამიტომ ნებისმიერი შეხვედრა პროფესიულ საკითხებზე, როცა პედაგოგებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია.