სექციური მუშაობა აჭარის პედაგოგთა VII რეგიონულ კონფერენციაზე

2023 წლის 25  ნოემბერს, აჭარის განათლების ფონდში გაიმართა აჭარის პედაგოგთა მეშვიდე რეგიონული კონფერენცია: „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“.

✅ გაფართოვდა კონფერენციის მონაწილეთა გეოგრაფიული არეალი, სადაც წარმოდგენილი იყო აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი. ექსპერტთა მიერ კონფერენციისათვის შეირჩა 118 საუკეთესო მოხსენება. ასევე წელს პირველად კონფერენციას მსმენლის სტატუსით ესწრებოდა 120 დარეგისტრირებული მსმენელი აჭარის სკოლებიდან.

✅ აჭარის პედაგოგთა მეშვიდე რეგიონული კონფერენციის პროგრამა ითვალისწინებდა რვა სექციურ მუშაობას. სექციებში გაიმართა  კონფერენციაზე წარმოდგენილი პრეზენტაციების წარდგენა/განხილვა. პრეზენტაციებს შორის მიმდინარეობდა 5-წუთიანი დისკუსია-განხილვა.

✅ კონფერენციის სექციური მუშაობა ორ სესიად დაიგეგმა და შემდეგი მიმართულებებით წარიმართა:  

➡️ ქართული ენა და ლიტერატურა - მოდერატორები: მარიზა აბაშიძე, ნათია თავდგირიძე

➡️ დაწყებითი განათლება - მოდერატორები: ნინო ვაშალომიძე, მზია სალაძე

➡️ ისტორია, გეოგრაფია, მოქალაქეობა  - მოდერატორები: ლუიზა რევიშვილი, ნინო ტავლალაშვილი, კახაბერ ჩაკვეტაძე

➡️ უცხოური ენები -  მოდერატორი: დალი აბურჯანია

➡️ მათემატიკა, ფიზიკა, კომპიუტერული ტექნოლოგიები - მოდერატორი: ეკატერინე თურმანიძე

➡️ ქიმია, ბიოლოგია, ბუნებისმეტყველება -  მოდერატორები: ნუკრი კობახიძე, ნანა ვარდმანიძე

➡️ განათლების მართვა, ინკლუზიური განათლება -  მოდერატორები: ლელა თავდგირიძე, მირანდა გორგოშიძე

➡️ ხელოვნება, მუსიკა, სპორტი - მოდერატორები: ლალი კონცელიძე, გივი კერესელიძე

✅ აჭარის პედაგოგთა ტრადიციული კონფერენცია არის მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია, სადაც მასწავლებლები ამდიდრებენ ერთმანეთს საინტერესო იდეებით, სწავლების ეფექტიანი საშუალებებით. რაც არის კონფერენციის მიზანი.