აჭარის პედაგოგთა VII რეგიონული კონფერენციის შეჯამება
➡️ 2023 წლის 25 ნოემბერს, აჭარის განათლების ფონდში გაიმართა აჭარის პედაგოგთა მეშვიდე რეგიონული კონფერენცია: „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“.
➡️ პედაგოგთა კონფერენცია არის ფორუმი, სადაც მასწავლებლები ამდიდრებენ ერთმანეთს საინტერესო სასწავლო-მეთოდური იდეებით, სწავლების ეფექტიანი საშუალებებით. ნებისმიერი შეხვედრა პროფესიულ საკითხებზე, როცა პედაგოგებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა
➡️ დახურვაზე კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას: პედაგოგებს, ექსპერტებს, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და აჭარის განათლების ფონდის ადმინისტრაციას VII რეგიონული კონფერენციის წარმატებით ჩატარებისათვის.
➡️ კონფერენციის სექციების მუშაობა შეაჯამეს მოდერატორებმა, ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის ტრენერებმა: მარიზა აბაშიძემ და ნათია თავდგირიძემ (ქართული ენისა და ლიტერატურის სექცია), დალი აბურჯანიამ (უცხოური ენების სექცია), ნინო ვაშალომიძემ და მზია სალაძემ (დაწყებითი განათლების სექცია), ეკატერინე თურმანიძემ (ტექნიკური საგნებისა და ისტის სექცია), ლუიზა რევიშვილმა და კახაბერ ჩაკვეტაძემ (საზოგადოებრივ მეცნიერებათა სექცია). ყველა მათგანმა აღნიშნა, რომ წელს, აჭარის პედაგოგთა VII კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებათა ხარისხი იყო მაღალი, ხოლო მათი თემატიკა - მრავალფეროვანი.
➡️ დასასრულს, კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა.