კატასტროფების რისკის შემცირების ტრენინგები ქედის სკოლებში

✅ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აგრძელებს ტრენინგ- პროგრამას: „ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება“ (ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით).

✅ 2024 წლის  13-14 და 20-21 აპრილს  ტრენინგ-კურსი დაიგეგმა ქედის მუნიციპალიტეტის ორ  საჯარო სკოლაში: სოფ. გეგელიძეები და სოფ. ხარაულა. ტრენინგ-კურსის ხანგრძლივობა - 21  საკონტაქტო  საათი.

✅ ტრენინგებს  ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის  ტრენერები: მზია სალაძე (სოფ. გეგელიძეების საჯარო სკოლა)  და ხათუნა ლორთქიფანიძე (სოფ. ხარაულას საჯარო სკოლა).

✅ ტრენინგზე განხილული იყო საკითხები: ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ინკლუზიურ კონტექსტში სკოლის როლი ბუნებრივი კატასტროფების მართვის პროცესში (მოსწავლე, მასწავლებელი, დირექცია, ადგილობრივი საგანგებო სიტუაციის სამსახური) ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ინდივიდუალური და ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა საგაკვეთილო, სადამრიგებლო, ინდივიდუალური თუ არაფორმალური განათლების ფორმატში გაკვეთილის (ინტეგრირებული, პროექტი, ექსკურსია და ა.შ.) დაგეგმვა ჩატარება, გადაფასება, განგაში, ევაკუაცია, საგანგებო სიტუაციების ჩანთა. ნასწავლის პრეზენტაციას სკოლები იმიტირებული კატასტროფის დროს გააკეთებენ.

✅ უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში მასწავლებლები ეცნობიან:  მიწისძვრის, ხანძრის თუ სხვა ბუნებრივი კატასტროფის შემთხვევაში შენობიდან მოსწავლეების ევაკუაციის წესებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ პედაგოგებმა უნდა იმუშაონ  თავიანთი სკოლების მოსწავლეებთან, პედაგოგიურ კოლექტივთან და მოამზადონ  სკოლა "იმიტირებული განგაშის" ჩასატარებლად.