რეგისტრაცია სკოლის საქმისმწარმოებლის პროფესიული განვითარების ტრენინგ-კურსზე
➡️ ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აცხადებს რეგისტრაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე გადმოცემულ სკოლის საქმისმწარმოებლის პროფესიული განვითარების ტრენინგ-კურსზე.
➡️ ტრენინგ-კურსი განკუთვნილია აჭარის საჯარო და კერძო სკოლების მქონე მოქმედი საქმისმწარმოებლისათვის. ტრენინგები ჩატარდება პირისპირ ფორმატში, შაბათსა და კვირას.
➡️ ტრენინგ-კურსი შედგება სამი მოდულისაგან:
- 1-ლი მოდული: „სკოლის საქმისწარმოება (კორესპონდენცია, ხელშეკრულებები, დაარქივება) - 8 საკონტაქტო საათი, 2 დღე
- მე-2 მოდული: „მოსწავლის რეგისტრაცია და პირადი საქმისწარმოება“ - 4 საკონტაქტო საათი, 1 დღე
- მე-3 მოდული: „ელექტრონული კომუნიკაცია (eflow) და საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი“ - 4 საკონტაქტო საათი, 1 დღე
➡️ ტრენინგ-კურსის მიზანია: ხელი შევუწყოთ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პერსონალის პროფესიულ განვითარებას. ტრენინგების თემატიკა სკოლის პერსონალის წევრთა საჭიროებების ანალიზს ეყრდნობა.
➡️ მონაწილეთა შეფასების სისტემა: იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 80%-ს (მინიმუმ 3 სესია).
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
➡️ ტრენინგზე რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონულად, მიმდინარე წლის 16 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.