რეგისტრაცია სკოლის ბიბლიოთეკარის პროფესიული განვითარების ტრენინგ-კურსზე

✅ ა(ა)იპ  აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აცხადებს რეგისტრაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს შორის  ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე გადმოცემულ სკოლის ბიბლიოთეკარის პროფესიული განვითარების ტრენინგ-კურსზე.

✅ ტრენინგ-კურსი განკუთვნილია აჭარის საჯარო და კერძო სკოლების მქონე მოქმედი ბიბლიოთეკარებისათვის. ტრენინგები ჩატარდება პირისპირ ფორმატში, შაბათსა და კვირას.  

✅ტრენინგ-კურსი შედგება სამი მოდულისაგან:

  • 1-ლი მოდული: „ბიბლიოთეკარის ეფექტური მუშაობის მეთოდიკა მშობლებთან, მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან“ - 8 საკონტაქტო საათი, 2 დღე
  • მე-2 მოდული: „საბიბლიოთეკო ღონისძიებების მოწყობა- 4 საკონტაქტო საათი, 1 დღე

შენიშვნა: სურვილის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მე-3 მოდულის გავლა: „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო კურსი სკოლის ბიბლიოთეკარებისთვის“ - 24 საკონტაქტო საათი, 8 დღე.

✅ ტრენინგ-კურსის მიზანია: ხელი შევუწყოთ აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პერსონალის პროფესიულ განვითარებას. გასაძლიერებელია სკოლის ბიბლიოთეკარის როლი მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლებისა და თანამშრომელთა პროფესიული განვითარების საქმეში. ტრენინგების თემატიკა სკოლის პერსონალის  წევრთა  საჭიროებების ანალიზს ეყრდნობა.

✅ მონაწილეთა შეფასების სისტემა: იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

• დაესწროს ტრენინგის 80%-ს (მინიმუმ 3 სესია).

• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

✅ ტრენინგზე რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონულად, მიმდინარე წლის 16 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.