სკოლის ბიბლიოთეკართა ტრენინგი: „საბიბლიოთეკო ღონისძიებების მოწყობა“
✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა (ბათუმის მასწავლებლის სახლი) განაახლა სკოლის ბიბლიოთეკართა პროფესიული განვითარების ტრენინგ-კურსი.
✅ 2024 წლის 20 ივნისს ჩატარდა ტრენინგ-კურსის მე-2 მოდული: „საბიბლიოთეკო ღონისძიებების მოწყობა“ - 4 სთ. ბიბლიოთეკართა ორი ჯგუფისათვის. ტრენინგებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ელისო ვადაქარია და ხათუნა ღაღანიძე.
✅ ტრენინგის მიზანია: სკოლის ბიბლიოთეკარის მომზადება სასკოლო საზოგადოებასთან ეფექტური მუშაობის წარმართვისათვის. მოდულის მისაღწევი შედეგებია: მონაწილეებმა დაგეგმონ საბიბლიოთეკო ღონისძიებები.
✅ მოდულის თემატიკა: შემოქმედებითი კლუბები, ვებ-პროექტები, სადისკუსიო კლუბები და ა.შ. სამუშაო გეგმის შემადგენელი ძირითადი კომპონენტები (მიზანი, მისაღწევი შედეგი, საქმიანობები, რესურსები, შემოწმების წყაროები, და ა.შ.), მათი დანიშნულება და დოკუმენტირება; მსმენელები შექმნიან ღონისძიებათა გეგმის მონახაზებს და იმსჯელებენ მათ მნიშვნელობაზე. მსმენელები უზრუნველყოფილნი იყვნენ საკითხავი მასალითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით.
✅ მონაწილეთა შეფასება: ტრენინგი ითვალისწინებს თითოეული მონაწილის შეფასებას შემდეგი ორი კრიტერიუმის მიხედვით:
• დასწრება - 8 სთ.
• დავალება 2. - საბიბლიოთეკო ღონისძიების გეგმა - მაქს. 9 ქ.
✅ 20 ივნისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცვნენ: ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე და დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.
✅ სკოლის ბიბლიოთეკართა პროფესიული განვითარების ტრენინგები ეტაპობრივად ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.