ქედის მასწავლებელთა მეშვიდე მუნიციპალური კონფერენცია
➡️ 2024 წლის 25 ივნისს ქედის რესურსცენტრის ორგანიზებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლისა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის მხარდაჭერით, ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლაში, გაიმართა მასწავლებელთა მეშვიდე მუნიციპალური კონფერენცია - „სწავლა სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები”. კონფერენციის მიზანი იყო პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება და მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
➡️ კონფერენციას ესწრებოდნენ: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე, მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი სულიკო თებიძე, დირექტოროს მოადგილე - ლალი ლომთათიძე, ქედის რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი, ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები, ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგები და დირექტორები.
➡️ კონფერენციის პროგრამა ითვალისწინებდა პლენარული და სექციური მოხსენებების სხვადასხვა მიმართულებას, რომლებსაც მოდერაციას უწევდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები. მასწავლებლებმა წარმოადგინეს საინტერესო იდეები, ციფრული რესურსები, სწავლების ეფექტიანი საშუალებები. დაისახა მომავალი თანამშრომლობის გზები.
➡️ კონფერენციის დასასრულს, ღონისძიებაში მონაწილე პედაგოგებს, დირექტორებს, მოდერატორებს და მოწვეულ სტუმრებს მადლობის სიგელები გადაეცათ. მათ შორის საუკეთესო თემების წარდგენა დაგეგმილია აჭარის მასწავლებელთა რეგიონულ კონფერენციაზე.
➡️ კონფერენციის დასასრულს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ჯემალ სურმანიძემ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნის პედაგოგ - სერგო დუმბაძეს, საგანმანათლებლო სფეროში 45 წლიანი ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისათვის მადლობის სიგელი გადასცა.