შუახევის მასწავლებელთა VI მუნიციპალური კონფერენცია

მიმდინარე წლის 28  ივნისს შუახევის რესურსცენტრის ორგანიზებით სსიპ დაბა შუახევის საჯარო სკოლის შენობაში გაიმართა შუახევის მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წევრების VI მუნიციპალური კონფერენცია სახელწოდებით: "სკოლის მართვის საუკეთესო პრაქტიკა და სწავლების თანამედროვე მიდგომები".

✅ კონფერენციის მიზანი იყო - პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მეთოდების დანერგვა სასწავლო პრაქტიკაში,  მასწავლებელთა, ადმინისტრაციის წევრებისა და კლასის დამრიგებლების  პროფესიული,  პედაგოგიურ - პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება, პედაგოგთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა.  სკოლის და კლასის მართვის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მეთოდების დანერგვა. ადმინისტრაციის და კლასის დამრიგებლების პროფესიული განვითარება.

✅ კონფერენცია ჩატარდა აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლის, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაციის მხარდაჭერით.

კონფერენციას ესწრებოდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი; აჭარის განათლების ფონდის დირექტორი სულიკო თებიძე; აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე; შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე;  შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, შუახევის რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე; ბათუმის მასწავლებელთა სახლის ტრენერები. შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები, სკოლის დირექტორები.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 160-მა პედაგოგმა. მათ შორის იყო 64  მომხსენებელი. სექციური მუშაობა წარიმართა კონფერენცია შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, სამოქალაქო განათლება, მათემატიკა, ფიზიკა, ბუნებისმეტყველება, ბიოლოგია, ბუნება, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, სპორტი,  რუსული ენა, ინგლისური ენა.

✅ კონფერენციის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცა.