ქობულეთის მასწავლებელთა IX მუნიციპალური კონფერენცია
✅ 2024 წლის 27 ივნისს ქობულეთის რესურსცენტრის ორგანიზებით სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა IX მუნიციპალური კონფერენცია: ,,სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები" გაიმართა.
✅ კონფერენციის გახსნა და პედაგოგებს მიესალმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი. მინისტრმა საგანმანათლებლო სფეროში არსებულ მნიშვნელოვან სიახლეებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
✅ პედაგოგებს აჭარის განათლების ფონდის დირექტორმა - სულიკო თებიძემ დაგეგმილ ტრენინგ-სემინარების და მათთვის სხვა მნიშვნელოვანი შეთავაზებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
✅ კონფერენციაზე 8 საგნობრივი ჯგუფის 44 მოხსენება იქნა წარდგენილი. მოხსენებები ბათუმის მასწავლებლის სახლის საგნობრივმა ექსპერტებმა განიხილეს და პედაგოგებს უკუკავშირი მისცეს.
✅ სექციების მუშაობას გაეცნო განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.
✅ კონფერენციაზე მასწავლებლებს მონაწილეობის სერტიფიკატები გადაეცათ.