ხულოს მასწავლებელთა IV მუნიციპალური კონფერენცია
➡️ 2024 წლის 2 ივლისს, ხულოს რესურსცენტრის ორგანიზებით, ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებელთა სახლისა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის ხულოს რაიონული ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა ხულოს რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლის IV რაიონული კონფერენცია: „სწავლა, სწავლებისა და სკოლის მართვის პრაქტიკის გაზიარება“.
➡️ კონფერენციის მიზანი იყო პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მეთოდების დანერგვა სასწავლო პრაქტიკაში, მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ - პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება, პედაგოგთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა.
➡️ კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი - ანზორ ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი - ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავჯდომარე - რენარ ბოლქვაძე, ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე, ხულოს რესურსცენტრის უფროსი - რამაზ გელაძე.
➡️ სექციების მუშაობას გაეცნო განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. წარმოდგენილი მოხსენებები შეაფასეს ბათუმის მასწავლებლის სახლის საგნობრივმა ექსპერტებმა და პედაგოგებს შესაბამისი უკუკავშირი მისცეს.
➡️ კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ.