”პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ პროგრამის ფარგლებში 100 გამარჯვებულია

➡️პროგრამა "პროექტი ჩემს გაკვეთილზე" 2023 წლიდან ხორციელდება აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.

➡️პროექტის მიზანია მასწავლებლების მხარდაჭერა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევისთვის საგანმანათლებლო აქტივობების გამრავალფეროვნება.

➡️პროგრამის ფარგლებში, პროექტების შერჩევა მოხდა კონკურსის გზით, რომელშიც მონაწილეობის უფლება ჰქონდათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების მასწავლებლებს ინდივიდუალურად. 

➡️პროექტები მოიცავდა: ახალი მეთოდოლოგიების დანერგვას, ტექნოლოგიების გამოყენებას, საკლასო ოთახის რესურსების გამდიდრებას, ან სხვა აქტივობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის გაძლიერებას. 2023 წელს დაფინანსდა 61 პროექტი.

➡️2024 წელს საკონკურსო განაცხადების მიღება მიმდინარეობდა 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით. სულ შემოვიდა 282 განაცხადი, რომელთაგან საკონკურსო კომისიამ 100 საპროექტო განაცხადი შეარჩია დაფინანსებისთვის.

➡️კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლები 2024-2025 სასწავლო წლის განმავლობაში ყოველთვიურ სახელფასო დანამატს 500 ლარის ოდენობით, ხოლო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო რესურსების შესაძენად დამატებით 1000 ლარს მიიღებენ, რაც უზრუნველყოფს პროექტის წარმატებულ განხორციელებას და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას.

იხ. დაფინანსებული პროექტები