ტრენინგი: „საბიბლიოთეკო ღონისძიებების მოწყობა“
✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აგრძელებს სკოლის ბიბლიოთეკართა პროფესიული განვითარების ტრენინგ-კურსს.
✅ 2024 წლის 5 ოქტომბერს ჩატარდა ტრენინგ-კურსის მე-2 მოდული: „საბიბლიოთეკო ღონისძიებების მოწყობა“ - 4 სთ. სკოლების ბიბლიოთეკართათვის. ტრენინგს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ნათია თავდგირიძე.
✅ ტრენინგის მიზანია: სკოლის ბიბლიოთეკარის მომზადება სასკოლო საზოგადოებასთან ეფექტური მუშაობის წარმართვისათვის. მოდულის მისაღწევი შედეგებია: მონაწილეებმა დაგეგმონ საბიბლიოთეკო ღონისძიებები.
✅ მოდულის თემატიკა: შემოქმედებითი კლუბები, ვებ-პროექტები, სადისკუსიო კლუბები და ა.შ. სამუშაო გეგმის შემადგენელი ძირითადი კომპონენტები (მიზანი, მისაღწევი შედეგი, საქმიანობები, რესურსები, შემოწმების წყაროები, და ა.შ.), მათი დანიშნულება და დოკუმენტირება; მსმენელები შექმნიან ღონისძიებათა გეგმის მონახაზებს და იმსჯელებენ მათ მნიშვნელობაზე. მსმენელები უზრუნველყოფილნი იყვნენ საკითხავი მასალითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით.
✅ მონაწილეთა შეფასება: ტრენინგი ითვალისწინებს თითოეული მონაწილის შეფასებას შემდეგი ორი კრიტერიუმის მიხედვით:
• დასწრება - 8 სთ.
• დავალება 2. - საბიბლიოთეკო ღონისძიების გეგმა - მაქს. 9 ქ.
✅ 5 ოქტომბერს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცვნენ: ა(ა)იპ აჭრის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე და დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. მონიტორინგს აწარმოებდა მიმართულების კოორდინატორი - ანა ლამპარაძე