აჭარის პედაგოგთა VIII რეგიონული კონფერენციის შეჯამება

➡️ 2024 წლის 13 ოქტომბერს, აჭარის განათლების ფონდში გაიმართა აჭარის პედაგოგთა მერვე რეგიონული კონფერენცია: „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“.

➡️ პედაგოგთა კონფერენცია არის ფორუმი, სადაც პედაგოგებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება, ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ამ ურთიერთობას.

➡️  კონფერენციის დახურვაზე მონაწილეებს მიესალმა აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას: პედაგოგებს, ექსპერტებს და აჭარის განათლების ფონდის ადმინისტრაციას VIII რეგიონული კონფერენციის წარმატებით ჩატარებისათვის.

➡️ კონფერენციის  სექციების მუშაობა შეაჯამეს მოდერატორებმა, ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის  ტრენერებმა: მარიზა აბაშიძემ და ნათია თავდგირიძემ (ქართული ენისა და ლიტერატურის სექცია), დალი აბურჯანიამ, ნინო ალანიამ და ლალი მსხილაძემ (უცხოური ენების სექცია), ნინო ვაშალომიძემ და დალი თურმანიძემ (დაწყებითი განათლების სექცია), ქეთევან ბასილაძემ და როინ ნაკაიძემ (ტექნიკური საგნების სექცია), ლუიზა რევიშვილმა და კახაბერ ჩაკვეტაძემ (საზოგადოებრივ მეცნიერებათა სექცია), ლალი კონცელიძემ და გივი კერესელიძემ (ესთეტიური აღზრდა და სპორტი), თამარ ისაკაძემ და ლელა თავდგირიძემ ინკლუზიური განათლება). ყველა მათგანმა აღნიშნა, რომ წელს, აჭარის პედაგოგთა VIII კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებათა ხარისხი იყო მაღალი, ხოლო მათი თემატიკა - მრავალფეროვანი.

➡️ აჭარის პედაგოგთა VIII რეგიონული კონფერენციაზე სექციაში წარმოდგენილი პრეზენტაციები შეფასდა შესაბამისი რუბრიკით  აჭარის განათლების ფონდის ტრენერების მიერ. მოდერატორებმა თავიანთ სექციაში  გამოავლინეს თითო საუკეთესო მომხსენებელი, რომელსაც გადაეცემა ფულადი ჯილდო.

➡️ დასასრულს, კონფერენციის ყველა მონაწილეს: მომხსენებელსა და მსმენელს  შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცა.