ყურადღბა! რეგისტრაცია საინფორმაციო შეხვედრაზე ბათუმის მასწავლებლის სახლში - პროგრამა „eTwinning“
✅ ამა წლის 16 ნოემბერს, ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლი), სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გეგმავს საინფორმაციო შეხვედრას პროგრამა eTwinning-ით დაინტერესებულ მასწავლებლებთან.
✅ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ევროკომისიის მხარდაჭერით, 2013 წლიდან ახორციელებს eTwinning-ის პროგრამას. აღნიშნული პროგრამა ქართველ პედაგოგებს პროფესიულ განვითარებაში და მრავალფეროვანი სასწავლო პროექტების დაგეგმვაში ეხმარება.
✅ მასწავლებლები მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში. ისინი სწავლობენ და ივითარებენ გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარებს, საგნის ინტეგრირებული სწავლების პრინციპებს, პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას. პროგრამაში ამ ეტაპზე 6000-მდე ქართველი მასწავლებელია ჩართული.
✅ შეხვედრა გაიმართება 16 ნოემბერს (შაბათს), 14:00 სთ-ზე. მისამართი: ქ. ბათუმი, პეტრე ბაგრატიონის 123. II სართული, სააქტო დარბაზი.
✅ დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია...https://forms.gle/95LbU81GcBKZT6Gn6