ტრენინგი აჭარის საჯარო სკოლების დირექტორებისათვის - „სკოლის განვითარების სტრატეგიული და სამოქმედო გეგმა“
✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აგრძელებს სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-კურსს აჭარის საჯარო სკოლებში არჩეული დირექტორებისათვის.
✅ 2024 წლის 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს ჩატარდა ტრენინგ-კურსის პირველი მოდული: „სკოლის განვითარების სტრატეგიული და სამოქმედო გეგმა“ აჭარის საჯარო სკოლებში მეორე ეტაპზე არჩეული დირექტორებისათვის. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 8 საკონტაქტო საათი, 2 სესია, ერთი სესია - 4 საათი.
✅ აჭარის განათლების ფონდში ტრენინგებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის განათლების მართვის ტრენერები: კახაბერ ჩაკვეტაძე (ბათუმისა და ხულოს სკოლები); მირანდა გორგოშიძე (შუახევისა და ქედის სკოლები); მარიზა აბაშიძე (ხელვაჩაურისა და შუახევის სკოლები). ქ. ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში ტრენინგს ატარებდა ნატალია მგელაძე (ქობულეთის სკოლები).
✅ ტრენინგის მიზანია: მონაწილეებმა შეძლონ სკოლის სტრატეგიული განვითარების პროცესების ეფექტიანად დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება.
✅ ტრენინგის მოსალოდნელი შედეგები: კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
• სკოლის მისიის, ხედვისა და ღირებულებების განსაზღვრას;
• სკოლის საჭიროებების იდენტიფიცირების საფუძველზე სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების ფორმირების პროცესის ფასილიტაციას;
• სტრატეგიულ მიზნებზე ფოკუსირებული პროექტების ინიცირებას, დანერგვასა და შესრულების ორგანიზებას.
✅ 30 ნოემბერს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცვნენ: ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე და დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. ტრენინგების მონიტორინგს ახორციელებდნენ ფონდის კოორდინატორები: მაია ზოსიძე და ანა ლამპარაძე.