ეროვნული ცენტრის ექსპერტთა მასტერ-კლასები

ისტორია / რუსული ენა
ბათუმის მასწავლებლის სახლში გრძელდება წარმატებული გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული დიალოგისათვის სხვადასხვა აქტივობების განხორციელება. მათ შორის არის მასტერ - კლასი. ის ცოდნისა და უნარების გადაცემის ეფექტური ფორმაა, რომლის მთავარი ღერძი არის გარკვეული შინაარსის ათვისების ორიგინალური მეთოდების დემონისტრირება ყველა მონაწილის აქტიური ჩართულობით.
2016 წლის 21-22 მაისს ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტთა მასტერ-კლასები ისტორიისა და რუსული ენის პედაგოგებისათვის. 
ისტორიის მასტერ-კლასის თემა იყო: „ორი კომპეტენციის განვითარება ისტორიის გაკვეთილზე“ (წიგნიერება და სწავლის სწავლა) - ლევან ახვლედიანი, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი-ს ისტორიის კონსულტანტი.
რუსული ენის მასტერ-კლასის თემა იყო: „სამოდელო გაკვეთილების ნიმუშები საბაზო-საშუალო საფეხურის რუსული ენის მასწავლებლებისთვის“ (პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი; გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი)- ნინო ფეტვიაშვილი, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი-ს რუსული ენის კონსულტანტი.
მონაწილეები გაეცვნენ სამოდელო გაკვეთილებს და მათთვის პრობლემურ საკი თხებთან დაკავშირებით მიიღეს რეკომენდაციები. მოხდა სამოდელო გაკვეთილის იმიტირება, რომლის შემდეგაც მონაწილეებმა გააანალიზეს ის ორი პოზიციიდან - მოსწავლეების და მასწავლებლების. 
აგრეთვე, პედაგოგებს მიეცათ რეკომენდაციები სამოდელო გაკვეთილების ჩატარებასთან დაკავშირებით.
მასტერკლასებს ესწრებოდნენ ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის საჯარო სკოლების პედაგოგები და ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები.