ყურადღება! CERN-ში სტაჟირების კონკურსი აჭარის ფიზიკის მასწავლებელთათვის!

✅ ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აცხადებს ფიზიკის მასწავლებელთა შესარჩევ კონკურსს ქ. ჟენევაში (შვეიცარია) მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) ერთკვირიან სტაჟირებაზე გასაგზავნად.
✅ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოქმედ მაძიებელს, უფროს, წამყვან ან მენტორ მასწავლებელს, რომლებიც სტაჟირების პროგრამის ფარგლებში არ არიან ნამყოფი ზემოხსენებულ კვლევით ცენტრში.
✅ კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, ხოლო მეორე ეტაპზე გასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და წარადგენენ სკოლაში განხორციელებულ სასწავლო პროექტ-გაკვეთილს ფიზიკაში პრეზენტაციის სახით.
✅ კონკურსის შედეგად შეირჩევა ოთხი მასწავლებელი, რომელთაც საშუალება ექნებათ ერთი კვირის განმავლობაში დაათვალიერონ სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიები, ადგილზე ჩაატარონ სასკოლო ექსპერიმენტები, ასევე მოისმინონ ცერნში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ფიზიკოსების ლექციები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე და მის როლზე მედიცინის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა დარგების განვითარებაში.
✅ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიყევით ბმულს.......