პროექტის მონიტორინგი სსიპ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში

➡️2025 წლის 25 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის: „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ ფარგლებში განხორციელდა პროექტში მონაწილე ფიზიკის მასწავლებელ მარინე ხოზრევანიძის საქმიანობის დაკვირვება/მონიტორინგი სსიპ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში.

➡️პროექტ-გაკვეთილზე დაკვირვებას ახორციელებდა ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის მონიტორინგის სპეციალისტი ვენერა აბუსელიძე.

➡️პროექტი სახელწოდებით: „დიდი პროექტის ათი პატარა პროექტი“ ხორციელდება X კლასში.

მონიტორინგის სპეციალისტი აკვირდებოდა გაკვეთილის მსვლელობას და ასევე გაესაუბრა მონაწილე მასწავლებელსა და პროექტში ჩართული მოსწავლეების ფოკუს-ჯგუფს.