პროექტის მონიტორინგი ბათუმის N8 და სოფელ ხაბელაშვილების საჯარო სკოლებში

➡️2025 წლის  19-26 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს  ქვეპროგრამის: „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ ფარგლებში განხორციელდა პროექტში მონაწილე ინგლისურის მასწავლებლების: ია ბლაგიძისა და ნანა ვასაძე-ჯანელიძის საქმიანობის დაკვირვება/მონიტორინგი სსიპ ქალაქ ბათუმის N8 და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილების საჯარო სკოლებში.

➡️პროექტ-გაკვეთილებზე დაკვირვებას  ახორციელებდა ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის მონიტორინგის სპეციალისტი დალი აბურჯანია.

➡️პროექტები სახელწოდებით:  გლობალური პრობლემების წინაშე  და  „TV - ხაბელაშვილების ტელევიზია  ხორციელდება XI  კლასებში.

მონიტორინგის სპეციალისტი აკვირდებოდა გაკვეთილების მსვლელობას და ასევე გაესაუბრა მონაწილე მასწავლებლებსა და  პროექტში ჩართული მოსწავლეების ფოკუს-ჯგუფს.