პროექტის მონიტორინგი სოფელ ზვარესა და დიოკნისის საჯარო სკოლებში

2025 წლის 20-27 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის: „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ ფარგლებში განხორციელდა პროექტში მონაწილე მათემატიკის მასწავლებლების: გუუგული ანანიძისა და მურად ძირკვაძის საქმიანობის დაკვირვება/მონიტორინგი სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარესა და სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლებში.
პროექტ-გაკვეთილზე დაკვირვებას ახორციელებდა ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის მონიტორინგის სპეციალისტი როინ ნაკაიძე
პროექტები სახელწოდებით: „მდგრადი განვითარების მათემატიკური მოდელები“ და „მათემატიკა და Geogebra“ ხორციელდება VIII-IX კლასებში. მონიტორინგის სპეციალისტი აკვირდებოდა გაკვეთილების მსვლელობას და ასევე გაესაუბრა მონაწილე მასწავლებლებსა და პროექტში ჩართული მოსწავლეების ფოკუს-ჯგუფს.
მონიტორინგის პროცესს ესწრებოდა ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი: სულიკო თებიძე