პროექტის მონიტორინგი ბათუმის N6 და სოფელ წინსვლის საჯარო სკოლებში

➡️2025 წლის 21-24 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის: „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ ფარგლებში განხორციელდა პროექტში მონაწილე ბიოლოგიია მასწავლებლების: თამარ კუჭავასა და თამარ ასანიძის საქმიანობის დაკვირვება/მონიტორინგი სსიპ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკისა და სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლებში.
➡️პროექტ-გაკვეთილზე დაკვირვებას ახორციელებდა: ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის მონიტორინგის სპეციალისტი ნანა ვარდმანიძე
➡️პროექტები სახელწოდებით: „ჰომეოსტაზის რეგულირების მექანიზმი" და "ყველაფერი უჯრედებზე -"პატარა ორგანიზმები"" ხორციელდება IX-X კლასებში.
მონიტორინგის სპეციალისტი აკვირდებოდა გაკვეთილების მსვლელობას და ასევე გაესაუბრა მონაწილე მასწავლებლებსა და პროექტში ჩართული მოსწავლეების ფოკუს-ჯგუფს.