პოლონელი პედაგოგები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

✅ 2025 წლის 26 აპრილს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს,  ეწვია პოლონეთის,  ქვემო სილეზიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნების - ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების 12 პედაგოგი, რომლებიც მასწავლებელთა უცხოეთში სტაჟირების პროგრამის ფარგლებში იმყოფებიან აჭარაში.

✅ ბათუმის ბოტანიკური ბაღი განთავსებულია აჭარაში, ქალაქ ბათუმიდან 9 კმ დაშორებით. ბათუმის ბოტანიკური ბაღი სპეციფიკური და მრავალფეროვანი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებით ხასიათდება. მას მდინარე ჩაქვისწყლის შესართავისა და მწვანე კონცხს შორის მდებარე სანაპირო ზოლის დაახლოებით 1 კმ სიგრძის სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთი უკავია, რომელიც ზღვის დონიდან 0-220 მეტრ სიმაღლემდე ვრცელდება. არცთუ შორეულ წარსულში, მთლიანად კოლხური ტიპის ტყით (წიფელი, წაბლი, ცაცხვი) და მარადმწვანე ქვეტყით (წყავი, შქერი და სხვ.) იყო დაფარული.

✅1881 წლიდან, ბათუმის მხარეში მნიშვნელოვანი საინტროდუქციო სამუშაოები ერთ-ერთმა პირველმა მოაგარაკემ, მეჩესლავ დ’ალფონსმა ჩაატარა, რომელსაც ჩაქვის მახლობლად საკუთარი ბაღი ჰქონდა. ბათუმის ბოტანიკური ბაღის დაარსება დაკავშირებულია ხარკოვის უნივერსიტეტის პროფესორის ანდრია კრასნოვის სახელთან. 1912 წლის 3 ნოემბერს სათავე დაედო ბათუმის ბოტანიკური ბაღის ორგანიზაციის საქმეს.

✅ 1998 წლიდან ბათუმის ბოტანიკური ბაღი მსოფლიოს ბოტანიკური ბაღების მცენარეთა დაცვის საერთაშორისო საბჭოს (BGCI) წევრი გახდა.

✅ 2012 წელს ბაღის ასწლოვანი იუბილე არაერთი ღონისძიებით აღინიშნა, რომელიც 2013 წლის მაისში, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციით დასრულდა.

✅ პოლონელი სტუმრები დიდი ინტერესით გაეცვნენ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ისტორიას და იქ წარმოდგენილ მრავალფეროვან ფლორას.