პოლონელი პედაგოგები ციხე-ქალაქ პეტრაზე

☑️ 2025 წლის 26 აპრილს, პოლონეთის, ქვემო სილეზიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნების - ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების 12 პედაგოგი, რომლებიც მასწავლებელთა უცხოეთში სტაჟირების პროგრამის ფარგლებში იმყოფებიან აჭარაში, ისტორიული ციხე-ქალაქ პეტრას ეწვია.
☑️ პეტრას ციხე - ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისძირის ტერიტორიაზე. ციხე ააშენა იოანე სტრატეგოსმა 535 წელს. „პეტრა“ ამ ციხე-ქალაქის ბიზანტიური სახელწოდებაა, ხოლო „ქაჯეთის ციხე“ — ქართული. ვარაუდობენ, რომ ვეფხისტყაოსანში სწორედ ეს ციხეა მოხსენიებული. ციხე-ქალაქი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 440 მეტრზე, ქობულეთიდან 9 კმ-ზე.
☑️პეტრის ციხე-ქალაქი ზღვისპირა კლდოვან ბორცვზე მდებარეობდა, ხმელეთის მხრიდან მას გალავნის გარდა კლდოვანი რელიეფი იცავდა (აქედანაა მისი ბერძნული სახელწოდება „პეტრა“ — ქვა, კლდე). პეტრა მიუვალ ციხედ ითვლებოდა. მისი ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი.
☑️ არქეოლოგიური კომპლექსი მოიცავს: ციტადელს. გარექალაქსა და ნასახლარს. ციტადელში შემორჩენილია სასახლის, ანტიკური აბანოს, სამეურნეო და ჯარისკაცთა საცხოვრებლების ნანგრევები, აგრეთვე მათ შორის VI-VII საუკუნეების ბაზილიკის საძირკველი, რომელიც პეტრის საეპისკოპოსოს კათედრალის ნაშთია.
☑️ ვენეციელი დესპანის ამბროზიო კონტარინის ცნობით XV საუკუნის 70-იან წლებში აქ კიდევ ყოფილა პატარა ქალაქი, რომელსაც იგი დამახინჯებული ფორმით „კალტიხეა“-ს (ქაჯეთის ციხე) უწოდებს.
☑️ პოლონელი სტუმრები დიდი ინტერესით გაეცვნენ ისტორიული ციხე-ქალაქის ისტორიას.