პოლონელი პედაგოგები ქ. ბათუმის 1-ელ საჯარო სკოლაში

☑️ 2025 წლის 28 აპრილს ქალაქ ბათუმის 1-ელ საჯარო სკოლას ეწვია პოლონეთის,  ქვემო სილეზიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნების - ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების 12 პედაგოგი, რომლებიც მასწავლებელთა უცხოეთში სტაჟირების პროგრამის ფარგლებში იმყოფებიან აჭარაში. პოლონელ პედაგოგთა ჯგუფს ხელმძღვანელობს -  ქვემო სილეზიის მასწავლებელთა განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე - ჯოანა კაჩმარსკა.

☑️ სტუმრებს მიესალმნენ: აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე და  ქ. ბათუმის 1-ლი საჯარო სკოლის დირექტორი - ნატო მგელაძე. მათ მოკლედ ისაუბრეს 120-წლიანი სკოლის ისტორიისა და მიღწევების შესახებ.

☑️ პოლონელი პედაგოგები ასევე დაესწრნენ მოქალაქეობის, ისტორიისა და გეოგრაფიის გაკვეთილებს: გეოგრაფიაში - VIII კლასი, პედაგოგი - ზურაბ ქარცივაძე; სამოქალაქო განათლებაში - IX კლასი, პედაგოგი - თამარ სულაქველიძე; ისტორიაში - VII კლასი, პედაგოგი - ჩარიტა კარგიშვილი.

☑️ გაკვეთილების შემდეგ სტუმრები შეხვდნენ მოსწავლეთა სასკოლო თვითმმართველობის, საგნობრივი კლუბების წევრებსა და მასწავლებლებს. შეხვედრა საინტერესოდ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

☑️ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე, განათლების ფონდის საგნობრივი ტრენერები და კოორდინატორები.