პოლონელი პედაგოგების აჭარაში ვიზიტი დასრულდა

✅ 2025 წლის 28 აპრილს დასრულდა პოლონელ პედაგოგთა გაცვლითი საპასუხო ვიზიტი აჭარაში, რომელიც მასწავლებელთა  უცხოეთში სტაჟირების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.  პოლონეთიდან აჭარას ეწვია ქვემო სილეზიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნების (ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება) პედაგოგთა 12-კაციანი ჯგუფი.

✅ პოლონელ სტუმრებს მიესალმნენ და ვიზიტი შეაჯამეს: აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე და დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით - ლალი ლომთათიძე. მათ აღნიშნეს, რომ  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამეგობრებულია პოლონეთის ქვემო სილეზიის სავოევოდოსთან. რეგიონებს შორის ბევრი საინტერესო კულტურული და შემეცნებითი პროგრამა ხორციელდება. მათ შორის ერთ-ერთია მასწავლებელთა უცხოეთში სტაჟირების გაცვლითი პროგრამა.

ბათუმის მასწავლებლის სახლის  ტრენერებმა  ჩაატარეს საინტერესო საგნობრივი ვორქშოფები და პოლონელ პედაგოგებს გაცნეს  საკუთარი მიღწევები ამ საგნების სწავლა-სწავლების პროცესში. სასწავლო ვიზიტის განმავლობაში სულ ჩატარდა 5 ვორქშოფი. ✅ სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ასევე დაგეგმილი იყო: ოფიციალური შეხვედრები აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროში და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში; ვიზიტები  ბათუმისა და ქედის სკოლებში; აჭარის მუზეუმებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონახულება.

პედაგოგთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა - ქვემო სილეზიის მასწავლებელთა განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე - ჯოანა კაჩმარსკა. პოლონელმა სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს აჭარის განათლების ფონდის ადმინისტრაციასა და ტრენერებს სასწავლო ვიზიტის წარმატებით დაგეგმვისა და ჩატარებისათვის. 

✅ დასასრულს, ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს სერტიფიკატები გადაეცა.