ქობულეთის მასწავლებელთა X მუნიციპალური კონფერენცია

☑️ 2025 წლის 7 ივნისს ქობულეთის რესურსცენტრის ორგანიზებით სსიპ ბადრი ბერანძის სახელობის N6 საჯარო სკოლაში გაიმართა ქობულეთის  მასწავლებელთა X მუნიციპალური კონფერენცია: ,,სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის  თანამედროვე მიდგომები".

️კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა: პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება, ინოვაციური მეთოდების დანერგვა სასწავლო პრაქტიკაში, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება და ინკლუზიური განათლების პრინციპების ინტეგრირება.

☑️ კონფერენციის გახსნა და  პედაგოგებს  მიესალმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი. მინისტრმა საგანმანათლებლო სფეროში არსებულ მნიშვნელოვან სიახლეებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

☑️ კონფერენციაში მონაწილე პედაგოგებს სიტყვით მიმართეს: აჭარის განათლების ფონდის დირექტორმა - სულიკო თებიძემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა - ირაკლი ცეცხლაძემ, მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსმა - ნათია ნიჟარაძემ.

☑️ მეათე კონფერენციაზე 8 საგნობრივი ჯგუფის 40 მოხსენება იქნა წარდგენილი პრეზენტაციების სახით. მოხსენებებს შორის გაიმართა დისკუსია.

️ სექციურ მუშაობას უძღვებოდნენ  ბათუმის მასწავლებლის სახლის საგნობრივი ტრენერები: ნუკრი კობახიძე, ნანა ვარდმანიძე, ნიკა იმედაიშვილი, ეკა თურმანიძე, თინათინ გიორგაძე, ნინო ალანია, თამარ გოგიშვილი, თამარ ძველაია, გივი კერესელიძე.

☑️ სექციების მუშაობას გაეცნო  განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე -  ლალი ლომთათიძე.

☑️ კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ.