ხელვაჩაურის მასწავლებელთა X მუნიციპალური კონფერენცია

✅ 2025 წლის 14 ივნისს ხელვაჩაურის რესურსცენტრის ორგანიზებით სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში გაიმართა ხელვაჩაურის მასწავლებელთა მეათე მუნიციპალური კონფერენცია - “სწავლა - სწავლებისა და განათლების  მართვის თანამედროვე მიდგომები”.

✅ კონფერენციის მიზანი იყო - საინტერესო პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენა, მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება, პროფესიული გამოცდილების გაზიარება, ინოვაციური მეთოდების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის, სასწავლო პროცესის დაფუძნება კომპლექსურ დავალებებზე, განათლების ხარისხის მართვის აქტუალური საკითხები და ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა;

✅ კონფერენცია ჩატარდა აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის,  საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაციის მხარდაჭერით.

✅ კონფერენციას ესწრებოდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე,  აჭარის განათლების ფონდის დირექტორი სულიკო თებიძე, აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე, ხელვაჩაურის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა დიდმანიძე, ბათუმის მასწავლებელთა სახლის ტრენერები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგები, სკოლის დირექტორები.

✅ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 160-ზე მეტმა პედაგოგმა, მათ შორის იყო 67 მომხსენებელი. კონფერენციაში მონაწილე მასწავლებლებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.