აჭარის განათლების ფონდის შესახებ
ა (ა) იპ აჭარის განათლების ფონდი
ფონდის ძირითადი ამოცანაა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სოციალურ -საგანმანათლებლო მომსახურების გაწევა.
მიზანი:
ფონდის საქმიანობის ძირითადი მიზანია :
ა) მოსახლეობისათვის უცხო ენების სწავლება;
ბ) მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა;
გ) კულტურულ - საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება;
დ) განათლების პოპულარიზაცია და სხვა ისეთი პროექტების განხორციელება, რომელთა მიზანია საზოგადოების სოციალური მხარდაჭერა.
საქმიანობა:
ფონდი თავის საქმიანობას ორი პრიორიტეტული მიმართულებით ახორციელებს:
- უცხო ენებისა და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსების პროგრამა
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა
მიმართულება - უცხო ენებისა და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსები
“აჭარის განათლების ფონდი” დაარსდა 2011 წლის იანვარში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით. ორგანიზაციამ საქმიანობა დაიწყო 2011 წლის მარტში უცხო ენების კურსების ადმინისტრირებით. თავდაპირველად “განათლების ფონდი” მოსახლეობას სთავზობდა ინგლისურის, გერმანულისა და ფრანგული ენისშემსწავლელ უფასო კურსებს როგორც ბათუმში, ასევე აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში (ხელვაჩაური, ქობულეთი, ქედა, შუახევი და ხულო).
2012 წლის სექტემბრიდან “განათლების ფონდმა” მოქალაქეებს დამატებით შესთავაზაკომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსები აჭარის რეგიონის მასშტაბით. ამავე წელს, ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის საკონსულოს მხარდაჭერით ფუნქციონირება დაიწყო თურქული ენის კურსებმა. ასევე, მოსახლეობის მოთხოვნით და საჭიროების გათვალისწინებით, დაიწყო რუსული ენის შემსწავლელი კურსები.
“აჭარის განათლების ფონდი” ასევე ახორციელებს TOEFL-ის გამოცდისთვის მოსამზადებელ 4 თვიან უფასო კურსს 2012 წლის მაისიდან.
კურსებზე რეგისტრაცია შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომლის მინიმალური ასაკია 18 წელი. “აჭარის განათლების ფონდში” სწავლა უფასოა. მსმენელები ასევე უზრუნველყოფილი არიან სასწავლო ლიტერატურით.
მიმართულება - მასწავლებელთა პროფესიული განვითარება
2013 წლის 20 აგვისტოს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ა. (ა) ი. პ. აჭარის განათლების ფონდის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე აჭარის განათლების ფონდს დაემატა მეორე მიმართულება - მასწავლებელთა პროფესიული განვითარება.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის მიზანია:
- სკოლაში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა
- მოქმედი მასწავლებლების პროფესიული განვითარება
- კვალიფიციური კადრების მომზადებისა და პროფესიაში შენარჩუნების ხელშეწყობა.
მოქმედი მასწავლებლების პროფესიული განვითარებისთვის აჭარის განათლების ფონდი სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრთან დადებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე ატარებს გრძელვადიან და მოკლევადიან ტრენინგებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა საგანსა, ინკლუზიურ განათლებასა და პროფესიულ უნარებში.
ტრენინგები ტარდება როგორც ბათუმში, ასევე აჭარის მუნიციპალიტეტებში: ხულო, შუახევი, ქედა, ქობულეთი. ჯგუფების დაკომპლექტება ხდება პედაგოგების მიერ ადრე შემოტანილი განაცხადების საფუძველზე.
დაგეგმილია პროფესიული განვითარების ტრენინგები დირექტორებისთვის და სკოლების ადმინისტრაციებისთვის.
ტრენინგების გარდა ტარდება სხვა აქტივობები: ვორქშოფები, სახელმძღვანელოების პრეზენტაციები, კონფერენციები, რომლებშიც პედაგოგები აქტიურად არიან ჩართულები.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ საჯარო და კერძო სკოლებში 7000-ზე მეტი მასწავლებელია დასაქმებული. აჭარის განათლების ფონდი თითოეულ მათგანს მოემსახურება. აქ ერთდროულად 150-მდე პედაგოგის გადამზადება აშესაძლებელი.