მასწავლებლთა პროფესიული განვითარების პროგრამა
პროგრამის მიზანი:
განათლების სისტემაში დასაქმებული პროფესიული კადრების მაღალკვალიფიციურობისა და მათი საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველყოფა.
პროგრამის მიზნობრივი ჯგუფი:
პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ განათლების სისტემაში დასაქმებული პირები:
• ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი
• სკოლის ადმინისტრაცია
• სკოლის პერსონალი
• ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგი
• სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრაცია
პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ:
• ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი
• ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგი
პროგრამის განხორციელების სტრატეგია:
პროგრამის ფარგლებში დასახული შედეგების მისაღწევად ხორციელდება შემდეგი ტიპის საქმიანობები:
• ტრენინგ-მოდულების შემუშავება და მასწავლებელთა გადამზადება;
• მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დანერგვის ხელშემწყობი ღონისძიებები;
• ტრენინგების, სამუშაო შეხვედრების, მასტერ კლასების, უცხოეთში სტაჟირების, კონფერენციების და სხვა პროფესიული განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება.