უცხო ენებისა და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსების პროგრამა
„აჭარის განათლების ფონდი“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით გთავაზობთ უცხო ენებისა და კომპიუტერის შემსწვალელ უფასო კურსებს ბათუმსა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.
კურსებზე ჩარიცხვის წინა პირობა:
პროგრამებზე მსმენელად მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომლის მინიმალური ასაკია 18 წ.
რეგისტრაციისთვის მიმართეთ ბათუმის ოფისს ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის რესურს-ცენტს;
წარმოადგინეთ პირადობის/პასპორტის ასლი
უცხო ენები
- ინგლისური
- გერმანული
- ფრანგული
- რუსული
- თურქული
სწავლების ოთხი საფეხური:
დამწყები - A1 (3 თვე)
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შეუძლია მარტივი ინტერაქცია ადამიანთან, რომელიც მეტყველებს ნელა და გარკვევით
ელემენტარული -A2 (3 თვე)
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შეუძლია საკუთარი გარემოს მარტივი ასპექტებისა და მარტივი საჭიროებების გადმოცემა
საშუალო 1 -B1 (6 თვე)
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შეუძლია მცირე ზომის ტექსტების პროდუცირება და ძირითადი საკომუნიკაციო სიტუაციების დაძლევა სამიზნე ენის გარემოში მოგზაურობისას
საშუალო 2 –B2 (6 თვე)
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შეუძლია ენის მატარებელთან სპონტანური, დაუგეგმავი ინტერაქცია ენის შეუფერხებელი ფლობის გარკვეული ხარისხით.
მსმენელი ხდება ენის დამოუკიდებელი მომხმარებელი
B1და B2 საფეხურების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატები
საინფორმაციო ტექნოლოგიები - კომპიუტერი
სწავლის ხანგრძლივობა - 4 თვე
შეისწავლება საოფისე პროგრამები: Microsoft Word; Excel; MS PowerPoint
ინტერნეტი; ელ-ფოსტა
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
TOEFL-ის გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი
სწავლის ხანგრძლივობა - 4 თვე
ჩარიცხვის წინაპირობა: მსმენელები გაივლიან წინასწარ შესარჩევ ტესტს და გასაუბრებას. ასაკობრივი შეზღუდვა არ არის.