ინკლუზიური განათლების პროგრამა
ა (ა) ი პ აჭარის განათლების ფონდი,
ბათუმის მასწავლებლის სახლი
ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი, ბათუმის მასწავლებლის სახლი გთავაზობთ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე გადმოცემულ ეროვნული ცენტრის ტრენინგ-კურსს ინკლუზიურ განათლებაში.
ინკლუზიური განათლების მიზნებია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების განათლების ხელშეწყობა, მათი სოციალური ინტეგრაცია, მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება. სკოლამ სათანადო პირობები უნდა შექმნას, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი სულიერი სამყარო, დაიცვან საკუთარი აზრი, უფლებები და პიროვნული ღირსება.
ინკლუზიური განათლების შესავალი
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნა და განხორციელება
მშობლებთან კომუნიკაცია ინკლუზიური განათლებისათვის
ტრანზიციის პროცესი, რომელიც სკოლიდან იწყება
„სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა ინტეგრაცია ზოგადსაგანმანათლებლო კლასში“
"ინკლუზიური განათლების ტრენინგ-მოდული სკოლის ადმინისტრაციისა და რესურს ცენტრებისთვის"