ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება

                                                                                                            

                         

 

ა (ა) ი პ აჭარის განათლების ფონდი, ბათუმის მასწავლებლის სახლი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე გთავაზობთ  განახლებულ ტრენინგ-მოდულს: "ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით". 

ტრენინგ- მოდულის მომწოდებელია  საერთაშორისო ორგანიზაცია -  გადავარჩინოთ ბავშვები, Save the Children Georgia”.

კურსის მთავარი მიზანია:  ბავშვების, მათი ოჯახების და საზოგადოების განათლებით გაძლიერება ბუნებრივი კატასტროფების მიმართ. პროექტი უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს შექმნას ბავშვებისათვის, სწავლების ინოვაციური და მდგრადი მიდგომებით კატასტროფების რისკის შემცირებას. 

უსაფრთხო სკოლის კონცეფციის პროგრამის ფარგლებში მასწავლებლები ეცნობიან მიწისძვრის, ხანძრის თუ სხვა ბუნებრივი კატასტროფის შემთხვევაში შენობიდან მოსწავლეების ევაკუაციის წესებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ გადამზადებული პედაგოგები მუშაობენ  თავიანთი სკოლების მოსწავლეებთან, პედაგოგიურ კოლექტივთან და ამზადებენ  სკოლას "სასწავლო განგაშის" ჩასატარებლად.

აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი ეტაპობრივად გეგმავს  ტრენინგების ჩატარებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებისათვის.

პროგრამის სანახავად იხილეთ ბმული.....