მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტთა მასტერ-კლასები

 
 
 
ა (ა) ი პ აჭარის განათლების ფონდი, 
ბათუმის მასწავლებლის სახლი 
წარმატებული გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული დიალოგისათვის ბათუმის მასწავლებლის სახლში იგეგმება სხვადასხვა აქტივობების განხორციელება. მათ შორის არის მასტერ - კლასი. 
მასტერ - კლასები პროფესიული ზრდის ერთ-ერთი აპრობირებული აქტივობაა განათლების სისტემის მსოფლიო პრაქტიკაში. ის ცოდნისა და უნარების გადაცემის ეფექტური ფორმა, რომლის მთავარი ღერძი არის გარკვეული შინაარსის ათვისების ორიგინალური მეთოდების დემონისტრირება ყველა მონაწილის აქტიური ჩართულობით. მასტერ კლასის ავტორი და წამყვანი არის პედაგოგიური სფეროს მაღალკვალიფიციური მუშაკი, რომელსაც გააჩნია მუშაობის ინოვაციური გამოცდილება, ფლობს პედაგოგიური საქმიანობის ინდივიდუალურ სტილს და მაღალი მიღწევები აქვს თავის პროფესიულ საქმიანობაში.
მასტერ-კლასების მიზანია: მასწავლებელთა კონკრეტული პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება,  რომელიც გადასაცემი პედაგოგიური  გამოცდილების საფუძველი და  დასახული შედეგების მიღწევის ხერხებია; სწავლა/სწავლების ინოვაციური მეთოდებისა და სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების პოპულარიზაცია; მასტერ კლასის მონაწილეთა წინაშე საგანმანათლებლო პროცესის საავტორო მოდელის ჩვენება თანამედროვე პედაგოგიური ტექნოლოგიების დემონსტრირებით; დაეხმაროს მასტერ კლასის მონაწილეებს თავიანთი პროფესიული  თვითგანვითარების ამოცანების განსაზღვრაში.