კლას-კომპლექტში სწავლება

                                                                                                                                                                  

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მაღალმთიან სკოლებში კლას-კომპლექტში 900-მდე მასწავლებელი ასწავლის. აღნიშნული სკოლების პედაგოგების მხრიდან მუდმივად არის მოთხოვნა კლას-კომპლექტში სწავლების შესახებ ტრენინგების ჩატარების თაობაზე, რადგან მათ არასოდეს მსგავსი სწავლება არ გაუვლიათ. 

ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან და მიმოიხილავენ კლას-კომპლექტების თავისებურებებს, კლასის ორგანიზების ფორმებს, სასწავლო ზონებში მუშაობის სპეციფიკას; გაკვეთილის დაგეგმვას, თანამშრომლობითი სწავლების მეთოდებს, სწავლის პროცესში მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინების სპეციფიკას.

  • ტრენინგ-კურსი: კლას-კომპლექტში მუშაობის სპეციფიკა და სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვა. მოიცავს 20 საკონტაქტო და 10 არასაკონტაქტო საათს (ოთხი სატრენინგო დღე, დღეში 5 სთ.)

ტრენინგ-კურსი: კლას-კომპლექტში მუშაობის სპეციფიკა და სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვა

  • ვებინარული ტრენინგ-კურსი: კლას-კომპლექტში სწავლების აქტუალური საკითხები. მოიცავს 18 საკონტაქტო და 10 არასაკონტაქტო საათს (ექვსი სატრენინგო დღე, დღეში 3 სთ.)

ვებინარული ტრენინგ-პროგრამა "კლას-კომპლექტში სწავლების აქტუალური საკითხები"