სკოლის პერსონალის პროფესიული განვითარების პროგრამა

 

                                                                                    

 

ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი, ბათუმის მასწავლებლის სახლი გთავაზობთ  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს შორის  ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე გადმოცემულ ეროვნული ცენტრის ტრენინგ-კურსებს სკოლის პერსონალის პროფესიულ განვითარების პროგრამაში. 

• განათლების სფეროს ერთ-ერთი პრიორიტეტი საგანმანათლებლო სისტემაში ყველა დონეზე ჩართული ადამიანური რესურსების განვითარებაა. ადმინისტრაციული კადრების უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბებით ხელს შევუწყობთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და საგანმანათლებლო რესურსცენტრებში მართვის თანამედროვე, ეფექტური სტრატეგიების დანერგვას. 

• ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პერსონალის პროფესიულ განვითარებას. ამიტომაც გასაძლიერებელია სკოლის ბიბლიოთეკარის როლი მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლებისა და თანამშრომელთა პროფესიული განვითარების საქმეში; გასავითარებელია სკოლის საქმისმწარმოებელის ეფექტური მუშაობისათვის საჭირო უნარ- ჩვევები. ტრენინგების თემატიკა სკოლის პერსონალის  წევრთა  საჭიროებების ანალიზს ეყრდნობა.

 

დამრიგებლის საქმიანობის ხელშეწყობა

საქმისწარმოება სკოლის ადმინისტრაციის წევრებისათვის (დირექტორის მოადგილე, ადმინისტრატორი)

სკოლის საქმისმწარმოებლის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა

სკოლის ბიბლიოთეკარის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა